ბარსამ პრაიდის აქციაში მონაწილეობისთვის 440 000 გამომწერი დაკარგა
Aa
Aa

ბარსამ პრაიდის აქციაში მონაწილეობისთვის 440 000 გამომწერი დაკარგა

„ბარსელონამ“ ინსტაგრამზე თითქმის ნახევარი მილიონი გამომწერი დაკარგა და ეს სულ რაღაც 2-3 დღეში. ამის მიზეზი LGBTQ აქციაში ჩაბმა იყო.

მსოფლიოს რიგ ქვეყნებში „პრაიდის თვეს“ აღნიშნავენ და კლუბების ნაწილი ამაში მონაწილეობას იღებს. მაგალითად, სოციალურ ქსელებში პროფილის ფოტოებს ცისარტყელას ფერებში ცვლიან და ა.შ.

28 ივნისს, აქციას „ბარსაც“ შეუერთდა, სოციალურ ქსელში ცისარტყელას დროშები და ფერები განათავსეს, იოჰან კრუიფის სახელობის საწვრთნელ არენაზეც ანალოგიური რამ გააკეთეს, რის შემდეგაც კლუბმა ინსტაგრამზე 440 000 გამომწერი დაკარგა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, პოსტის გამოქვეყნებიდან პირველ 24 საათში კლუბმა 30 6000 გამომწერი დაკარგა. მეორე დღეს კი 13 4000.

ლა ლიგის 10 კლუბიდან ცხრამ, რომლებიც ინსტაგრამზე პრაიდის მხარდასაჭერად მსგავსი პოსტები განათავსა, ანალოგიურად მათაც გამომწერები დაკარგეს, თუმცა „ბარსელონას“ შემთხვევაში ეს ყველაზე თვალშისაცემი იყო.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ „ვალენსია“, „ბილბაო“, „რეალ სოსიედადი“, „ოსასუნა“, „ხეტაფე“, „სელტა“, „მალიორკა“, „ალავესი“ და „ლას პალმასი“.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ და „ატლეტიკო“ პრაიდის აქციაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრის სმოლინგს შეადარა | საზონოვი Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში
კრის სმოლინგს შეადარა | საზონოვი Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში