ლაშა გურული, ევროპული თამაშები
Aa
Aa

ევროპული თამაშები - ლაშა გურული ფინალში გავიდა

პოლონეთში მიმდინარე ევროპული თამაშების კრივის ფინალში ლაშა გურული გავიდა.

63 კილოგრამი კატეგორიის ნახევარფინალში ქართველმა მოკრივემ უნგრელი რიჩარდ კოვაჩი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგ სოფიანე უმიას დაუპირისპირდება.

ნახევარფინალამდე გურულმა სამ მეტოქეს ესპანელ ადრიან ტიამ კრეუსს, სლოვაკ ვილიამ ტანსკოსა და ბულგარელ სიმეონ რადოსლავ როსენოვს აჯობა. ასევე ლაშამ პარიზში გასამართი ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. მედლები სანდრო ბაზაძემ (ოქრო), ზურაბ კინწურაშვილმა (ოქრო), ზაზა ნადირაძემ (ვერცხლი), ელენე ლოლაძემ (ბრინჯაო) და გოგიტა არქანიამ (ბრინჯაო) მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის მებრძოლი: „ქალები სამზარეულოში უნდა დავაბრუნოთ“
UFC-ის მებრძოლი: „ქალები სამზარეულოში უნდა დავაბრუნოთ“