მან იბრძოლა და მოედანს დაუბრუნდა! როცა სიმსივნეს 2-0-ს ამარცხებ
Aa
Aa

მან იბრძოლა და მოედანს დაუბრუნდა! როცა სიმსივნეს 2-0-ს ამარცხებ

„ბილბაოს ატლეტიკის“ ახალგაზრდა მცველმა იერაი ალვარესმა სიმსივნის დამარცხება მეორედ შეძლო და აქტიურ საფეხბურთო კარიერას დაუბრუნდა.

აღნიშნული ინფორმაცია ბასკური კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა და ალვარესის ვარჯიშის ამსახველი კადრებიც გამოაქვეყნა.

22 წლის ალვარესს სიმსივნის დიაგნოზი 2016 წელს დაუსვეს და მას შემდეგ ქიმიოთერაპიის რამდენიმეთვიანი კურსი გაიარა და მოედანს დაუბრუნდა.

მიმდინარე წლის ივნისში მას ამავე დაავადების დიაგნოზი მეორედ დაუსვეს, თუმცა ბასკ ფეხბურთელს მის დასამარცხებლად მხოლოდ 3 თვე დასჭირდა.

იერაი ალვარესი „ბილბაოს“ სკოლის აღზრდილია და ის გასული წლიდან მოყოლებული ძირითადი გუნდის სტაბილურ წევრად იქცა. მან ლა ლიგის გასულ სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები