მილანი, ლონდონის ჩელსი, კრისტიან პულიშიჩი
Aa
Aa

პულიშიჩი პოჩეტინოს არ სჭირდება - მილანი სიტუაციით სარგებლობს

მას შემდეგ, რაც „მილანმა“ გუნდიდან პაოლო მალდინი და სანდრო ტონალი გაუშვა, სატრანსფერო ბაზარზე მნიშვნელოვნად გააქტიურდა.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ „როსონერის“ რუბენ ლოფტუს-ჩიკი შეუერთდება. გასარკვევი მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩა.

Goal.Com-ის ინფორმაციით, „მილანი“ „ჩელსის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის კრისტიან პულიშიჩის დაყოლიებას ცდილობს. ამერიკელ შემტევს გასული სეზონი ჩაუვარდა. პრემიერ ლიგაში, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 8-ჯერ გამოჩნდა და 1 გოლი გაიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, პულიშიჩი პოჩეტინოს გეგმებში არ შედის. ამ სიტუაციით კი სარგებლის მიღება „მილანს“ სურს. წყაროს ცნობით, სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევრომდე მერყეობს, მაგრამ იტალიელებს ფასის დაწევა სურთ.

შეგახსენებთ, რომ „არისტოკრატები“ ბოლო პერიოდში ჰაკიმ ზიეჩმა, ნგოლო კანტემ, კალიდუ კულიბალიმ და მატეო კოვაჩიჩმა დატოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაიგეთ, რა არის ბედნიერება, რა არის ფეხბურთი“ - ანდრონოვი საქართველოს წარმატებაზე
„გაიგეთ, რა არის ბედნიერება, რა არის ფეხბურთი“ - ანდრონოვი საქართველოს წარმატებაზე