ლევან კობიაშვილი
Aa
Aa

კობიაშვილი: დიდი მადლობა ჩვენ ბიჭებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, 21-წლამდელთა ნაკრების ბელგიასთან (2:2) მატჩს გამოეხმაურა.

„ჩვენი გუნდის მეორე მატჩი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე და საოცარი საფეხბურთო საღამო დინამო არენაზე.

ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ბიჭებს, თავდაუზოგავი ბრძოლისთვის!

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დასწრების რეკორდი საქართველოში მოვხსენით.

საოცარი სანახავი იყო სავსე ტრიბუნები და ის მუხტი, რომელიც თქვენგან, ჩვენი გულშემატკივრებისგან მოდიოდა. ამისთვის, მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო!

გელოდებით 27 ივნისს, ისევ დინამო არენაზე!“

- წერს ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელთა ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 27 ივნისს (20:00) ნიდერლანდების წინააღმდეგ კვლავ „დინამო არენაზე“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მექვაბიშვილი: “გადამწყვეტი გასახდელში საუბარი იყო“
მექვაბიშვილი: “გადამწყვეტი გასახდელში საუბარი იყო“