რომა, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია - უეფა-მ მოურინიო დასაჯა

ევროპის ლიგის მატჩი „რომასა“ და „სევილიას“ შორის ენტონი ტეილორმა იმსაჯა. ინგლისელი არბიტრის მოღვაწეობით ჟოზე მოურინიო უკმაყოფილო დარჩა და მის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურა.

რა თქმა უნდა, ტელიორმა ეს ყველაფერი მატჩის ოქმში შეიტანა და სადისციპლინო კომიტეტმა მომხდარის მოკვლევა დაიწყო.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ ჟოზე მოურინიო უეფა-მ დასაჯა. შემდეგ სეზონში, პორტუგალიელი სპეციალისტი უეფა-ს ეგიდით გასამართ 4 მატჩს ვერ დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ „ჯალოროსი“ მომავალ სეზონში კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს. აქედან გამომდინარე, „განსაკუთრებული“ საკუთარ გუნდს ჯგუფური ეტაპის საწყის 4 ტურში ვერ უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ევროპის ფინალი „რომასა“ და „სევილიას“ შორის ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანი დანებდა? - ტონალის ნიუკასლში გადასვლა რეალურია
მილანი დანებდა? - ტონალის ნიუკასლში გადასვლა რეალურია