ტიბო კურტუა
Aa
Aa

“მწვრთნელის შეფასება რეალობას არ შეესაბამება“ - კურტუამ დუმილი დაარღვია

ბელგიის ნაკრებში არასასიამოვნო სიტუაციაა. ტიბო კურტუამ ტრავმის გამო შეკრება დატოვა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ამ გადაწყვეტილებას სულ სხვა ახსნა მოუძებნა. ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეალის“ მეკარემ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

კურტუა:

"დღეს ნაშუადღევს გამიკვირდა მწვრთნელის პრესკონფერენციის მოსმენა, რომელშიც მან ნაწილობრივ და სუბიექტურ აღწერა პირადი საუბარი, რომელიც გვქონდა ავსტრიასთან მატჩის შემდეგ. მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ეს არ არის პირველი ან ბოლო შემთხვევა, როცა მწვრთნელს ვესაუბრები გასახდელთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გადაწყვიტეს ამის საჯაროდ თქმა.

ამის გამო იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მინდა ნათლად განვაცხადო, რომ მწვრთნელის შეფასებები რეალობას არ შეესაბამება. ამ საუბარში მას ვთხოვე [არა პირდაპირი სარგებლისთვის], აეხსნა და მიეღო გადაწყვეტილებები, რათა თავიდან აგვეცილებინა სიტუაციები, რომლებსაც წარსულშიც დავუზარალებივართ და ყოველთვის ვეძებდით საერთო გამოსავალს. იყო ან არ იყო ეროვნული ნაკრების კაპიტანი არც ახირებაა და არც შემთხვევითი გადაწყვეტილება, ეს მისი გადასაწყვეტი უნდა იყოს და სწორედ ამის გადმოცემა ვცადე. სამწუხაროდ, მე ვერ მივაღწიე ჩემს მიზანს.

დაჟინებით ვამბობ, რომ არავითარ შემთხვევაში არაფერი მომითხოვია და ველაპარაკე ჩემს თანაგუნდელს, რომელუ ლუკაკუს, რათა განმემარტა ამ სიტუაციასთან დაკავშირებული ყველა გარემოება. ამავდროულად, მინდა განვმარტო, რომ არცერთ თანაგუნდელთან არ მქონია მსჯელობა მსგავს თემაზე, როგორც ითქვა.

გარდა ამისა, გუშინ შუადღისას გავიკეთე გამოკვლევა მარჯვენა მუხლზე. ჩემი კლუბისა და ეროვნული ნაკრების სამედიცინო გუნდი იყო კონტაქტში ერთმანეთთან და განიხილეს ყველა შესაბამისი ასპექტი, რის შემდეგაც მიიღეს ნაკრების ბაზიდან ჩემი წამოსვლის გადაწყვეტილება."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | ვოლფსბერგერმა ალთუნაშვილის ტრანსფერი დაადასტურა
ოფიციალურად | ვოლფსბერგერმა ალთუნაშვილის ტრანსფერი დაადასტურა