საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, U21 ევროპის ჩემპიონატი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი, პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

„ტურნირის მნიშვნელობა ყველას გააზრებული გვაქვს“ - 21-წლამდელები მზადებას ასრულებენ

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ასრულებს. რამაზ სვანაძის გუნდი ორი დღის წინ საგურამოში მდებარე თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე გადავიდა, სადაც მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ნაწილს გაივლის.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიასთან პირველი ტურის მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება, მატჩის შემდეგ კი გუნდს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები შეუერთდებიან.

კრისტალ სპორტის გუნდი დღეს 21-წლამდე ნაკრებს საგურამოს ბაზაზე ესტუმრა და მათ მოახლოებულ ევროპირველობაზე ესაუბრა. პორტუგალიასთან მატჩის და ზოგადად ტურნირის მოლოდინებზე გიორგი გულიაშვილი, გიორგი გაგუა, ანზორ მექვაბიშვილი და ნიკა გაგნიძე გაგვესაუბრნენ.

რას ამბობენ ფეხბურთელები:

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) და ასევე რუმინეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრებს პირველი მატჩი პორტუგალიასთან სწორედ 21 ივნისს ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: „მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ მათი გამარჯვებები წარსულია“
სანიოლი: „მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ მათი გამარჯვებები წარსულია“