მიუნხენის ბაიერნი, კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

მანჩესტერის მაგივრად ბაიერნი? - მიუნხენელები მზად არიან კიმი გამოისყიდონ

„ნაპოლის“ დაცვის ერთ-ერთი ლიდერი, კიმ მინ-ჯე ახალი სეზონიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაგივრად შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნში“ აღმოჩნდეს.

ცნობილი ინსაიდერის, სანტი აუნას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „რეკორდმეისტერის“ წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს მართავენ და მზად არიან კორეელ მცველს სეზონის განმავლობაში 10 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეთავაზებაზე თითქმის ორჯერ მეტია.

მისივე მტკიცებით, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და უფრო მეტიც, ახლა მიმდინარეობს საუბარი აგენტის გასამრჯელოს შესახებ.

შეთანხმების შემთხვევაში, „ბაიერნს“ გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს, რომელიც 60 მილიონ ევროს შეადგენს და აუნას თქმით, მიუნხენელებისთვის ეს თანხა პრობლემას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯე „ნაპოლის“ გასული სეზონის დასაწყისში შეუერთდა და პირველივე სეზონში დაცვის ხაზის ლიდერად ჩამოყალიბდა და სკუდეტოს მოგებაც შეძლო.

რამდენიმე კვირის წინ, იტალიურ და ბრიტანულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ კორეელმა ფეხბურთელმა სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეათანხმა წინასწარი კონტრაქტი და ის „წითელ ეშმაკებს“ მიმდინარე ზაფხულის ივლისიდან შეუერთდებოდა. იწერებოდა ისიც, რომ კიმი თანაგუნდელებსაც დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იუვენტუსს სურს ნაპოლის მიბაძოს“ - ნეაპოლური მედია მიქაუტაძის მიმართ ინტერესზე
„იუვენტუსს სურს ნაპოლის მიბაძოს“ - ნეაპოლური მედია მიქაუტაძის მიმართ ინტერესზე