ვესტ ჰემი, ლონდონის არსენალი, დეკლან რაისი
Aa
Aa

ბაიერნმა რაისზე უარი თქვა - არსენალი 100 მილიონზე მეტს იხდის

Sky Deutschland-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით მიუნხენის „ბაიერნმა“ დეკლან რაისის ტრანსფერზე უარი თქვა. 24 წლის ინგლისელი საყრდენი, რომელმაც ამ დრომდე მთელი პროფესიული კარიერა „ვესტ ჰემში“ გაატარა, კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს.

The Guardian-ის ინფორმაციით, „მეთოფეები“ დეკლან რაისის სანაცვლოდ საბონუსე თანხის გათვალისწინებით 100 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდიან.

დეკლან რაისის მიმართ ინტერესი ლონდონის „ჩელსის“, „ნიუკასლსა“ და „მან. იუნაიტედს“ ჰქონდათ, თუმცა ყველაზე მეტად „არსენალმა“ იაქტიურა. პრემიერ ლიგის გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა დარწმუნებულია, რომ რაისი გუნდის ნახევარდაცვას გააძლიერებს.

შეგახსენებთ, დეკლან რაისმა „ჩაქუჩებში“ პრემიერ ლიგაში 204 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. 2022-23 წლების სეზონის პრემიერ ლიგაში დეკლან რაისმა 38-დან 37 მატჩში ითამაშა, მათგან 36 შეხვედრაში სასტარტოში მოხვდა. ასევე, 38-დან 28 შეხვედრაში „ვესტ ჰემის“ კაპიტანი რაისი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები