ინტერი, მანჩესტერ სიტი, სიმონე ინძაგი
Aa
Aa

ინძაგი: “წაგებას არ ვიმსახურებდით“

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი როდრიმ გაიტანა და „ქალაქელებს“ ნანატრი ტიტული მოაგებინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კომენტარი გააკეთა.

ინძაგი:

„ჩემს ფეხბურთელებს დიდებული მატჩის ჩატარებას ვულოცავ. ჩვენ წავაგეთ ფინალი, რომლის მოგებაც ნებისმიერ ფასად გვინდოდა. ფეხბურთელებმა უნდა იამაყონ. მათ არავისში გავცვლიდი!! ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვიამაყოთ.

სინანული ნორმალურია. წაგება სპორტში ყველაზე ცუდი რამ არის, მაგრამ ფეხბურთელებმა უნდა იამაყონ ამ თამაშით და მთლიანად სეზონით. რა თქმა უნდა, დიდებული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, მაგრამ წაგებას აშკარად არ ვიმსახურებდით.

მინდა ჩავეხუტო „ინტერის“ ნებისმიერ გულშემატკივარს. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში დაუღალავად გვამხნევებდნენ. მათ გვერდში დგომას, სიყვარულს და მხარდაჭერას გამუდმებით ვგრძნობ, ხოლო დღეს მოლოდინმა ყველაფერს გადააჭარბა.“

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ მიმდინარე სეზონში ტრიპლეტი შეასრულა. პეპ გუარდიოლა კი გახდა ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად ტრიპლეტი მოიგო. „ქალაქელებმა“ კი ჩემპიონთა ლიგის ტიტული ისტორიაში პირველად იზეიმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს ახდენილი ოცნებაა“ - როდრი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
“ეს ახდენილი ოცნებაა“ - როდრი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ