ინტერი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

დიმარკო: “ამ ჩემპიონატის მოსაგებად შექმნილ გუნდს თანაბრად ვეთამაშეთ“

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი როდრიმ გაიტანა და „ქალაქელებს“ ნანატრი ტიტული მოაგებინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დი მარკომ კომენტარი გააკეთა.

დიმარკო:

„წაგების გამო იმედგაცრუებულები ვართ. ასევე იმედი იმან გაგვიცრუა, რომ ამ ჩემპიონატის მოსაგებად შექმნილ გუნდს თანაბრად ვეთამაშეთ და ასე წავაგეთ. სამწუხაროა, რომ გოლი ვერ გავიტანეთ. ვფიქრობ, დამატებითი დრო იდეალური იქნებოდა.

ეს ფინალი „ინტერისთვის“ დასაწყისი უნდა იყოს და არა დასასრული. მიმდინარე სეზონში ჩვენ ბევრი რამ დავამტკიცეთ. ჩვენ ნამდვილად იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ გპირდებით, უფრო ძლიერები დავბრუნდებით.“

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ მიმდინარე სეზონში ტრიპლეტი შეასრულა. პეპ გუარდიოლა კი გახდა ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად ტრიპლეტი მოიგო. „ქალაქელებმა“ კი ჩემპიონთა ლიგის ტიტული ისტორიაში პირველად იზეიმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს ახდენილი ოცნებაა“ - როდრი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
“ეს ახდენილი ოცნებაა“ - როდრი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ