ინტერი, მანჩესტერ სიტი, ჯეკ გრილიში
Aa
Aa

“საშინელი ვიყავი, მაგრამ არ მაინტერესებს“ - გრილიში ფინალის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი როდრიმ გაიტანა და „ქალაქელებს“ ნანატრი ტიტული მოაგებინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯეკ გრილიშმა კომენტარი გააკეთა.

გრილიში:

„ვფიქრობ, აქამდე მოსასვლელად მთელი ცხოვრება ვმუშაობდით. ძალიან ბედნიერი ვარ. საშინელი ვიყავი, მაგრამ არ მაინტერესებს. ამ გუნდთან ერთად ტრიპლეტის მოგება განსაკუთრებული შეგრძნებაა.

ყველამ, ვინც მიცნობს იცის, თუ როგორ მიყვარს ფეხბურთი. ამისთვის მთელი ცხოვრება ვმუშაობ. ტრიბუნაზე ჩემი ოჯახის დანახვა დიდ ემოციებს აჩენს. გუარდიოლას ვუთხარი, რომ მისთვის დიდი მადლობის გადახდა მინდოდა. დამიჯერეთ, ის გენიოსია.“

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ მიმდინარე სეზონში ტრიპლეტი შეასრულა. პეპ გუარდიოლა კი გახდა ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად ტრიპლეტი მოიგო. „ქალაქელებმა“ კი ჩემპიონთა ლიგის ტიტული ისტორიაში პირველად იზეიმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტამბოლში ისტორია დაიწერა - მან. სიტი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
სტამბოლში ისტორია დაიწერა - მან. სიტი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია