კარლო ანჩელოტი, კაი ჰავერცი
Aa
Aa

ანჩელოტის მოსწონს - რეალი ჰავერცის შეძენას შეეცდება

მადრიდის „რეალი“ კაი ჰავერცის მიმართ ინტერესს იჩენს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გერმანელი უნივერსალით პირადად ანჩელოტია მოხიბლული, რომელიც ჰავერცის თამაშს ძალიან აფასებს.

ჰავერცს თამაში შემტევ ნახევარმცველად და ფორვარდის პოზიციაზე ცრუ ცხრიანადაც შეუძლია, რაც „რეალისთვის“ ერთდროულად რამდენიმე პრობლემას მოაგვარებს და მწვრთნელს მეტ არჩევანს მისცემს.

„ჩელსი“ მზადაა შემოთავაზებები განიხილოს, თუმცა მათ შესაბამისი ფინანსური წინადადების მიღება სურთ. ტრანსფერმარკტის მონაცემებით, 23 წლის ჰავერცი 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

2020 წელს „რეალმა" უკვე სცადა კაის გაფორმება და ტრანსფერზე თანახმაც იყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის ფინანსური შედეგების გამო, კლუბმა გარიგებაზე უარი თქვა.

ამ სეზონში ჰავერცმა პრემიერ ლიგის 35 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეამაყები“ - კახა კალაძე კვარას აღიარებას გამოეხმაურა
„მეამაყები“ - კახა კალაძე კვარას აღიარებას გამოეხმაურა