ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე
Aa
Aa

„მეამაყები“ - კახა კალაძე კვარას აღიარებას გამოეხმაურა

„ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022/23 წლების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „კვარას“ წარმატებას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, კახა კალაძე გამოეხმაურა და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„კვარა, გილოცავ კიდევ ერთ დიდ წარმატებას! ხვიჩა სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია! მეამაყები და მჯერა, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევ!“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ მონაწილეობა 33 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე, მან 9 მატჩში ითამაშა და 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონი რამდენიმე დღეში დასრულდება. „ნაპოლი“ თავის ბოლოს შეხვედრას 4 ივნისს გამართავს და საკუთარ კედლებში „სამპდორიას“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლებელია რეალობა იყოს“ - ნიგერიელი ქომაგები კვარას აღიარებას გამოეხმაურნენ
„შეუძლებელია რეალობა იყოს“ - ნიგერიელი ქომაგები კვარას აღიარებას გამოეხმაურნენ