ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა ძირითადშია - ნაპოლის სასტარტო 11-ეული ინტერის წინაღმდეგ

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში უკვე მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტს მილანის „ინტერს“ მასპინძლობს.

რამდენიმე წუთის წინ, ნეაპოლელთა ოფიციალურმა გვერდმა გუნდის ძირითადი შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც იმყოფება.

სპალეტის არჩევანი ასეთია: მირეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა, ლობოტკა, ანგისა, ჟელინსკი, ელმასი, კვარაცხელია, ოსიმენი.

სიმონე ინძაგის თერთმეტეული: ონანა, ბასტონი, დე ვრაი, დამბროზიო, გოსენსი, ბელანოვა, ასლანი, ბარელა, გალიარდინი, კორეა, ლუკაკუ.

როგორც ხედავთ სიმონე ინძაგიმ შემადგენლობა გადაახალისა და ეს შუა კვირაში იტალიის თასის ფინალით არის განპირობებული. „ინტერი“ 24 მაისს „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

ლუჩანო სპალეტიმ კი ჩემპიონობის განაღდების შემდეგ, საბრძოლო შემადგენლობა პირველად გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლომდე დავიხარჯებით“ - კიტეიშვილი ჩემპიონობას უმიზნებს
„ბოლომდე დავიხარჯებით“ - კიტეიშვილი ჩემპიონობას უმიზნებს