ფაბიო კანავარო
Aa
Aa

ფაბიო კანავარო: „რეალი სიტისთან ფავორიტია, მეტოქეებს მადრიდელების ყოველთვის ეშინიათ“

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ფაბიო კანავარომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელშიც საუკეთესოს ვინაობა „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ არკვევენ. კანავარომ ფავორიტი დაასახელა და „ბლანკოსის“ მხარე აირჩია.

„პირველ მატჩში, ორივე გუნდმა კარგად ითამაშა და ისეთი შედეგი დაფიქსირდა, ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, რეალი ინგლისში მოსაგებად ჩავა და ვფიქრობ, ფავორიტი სწორედ მადრიდელები არიან. მათ მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე აქვთ გადატანილი და ეს ტურნირი ლა ლიგაზე მნიშვნელოვანია.

სამეფო კლუბს ჰყავს მთავარი მწვრთნელი, რომელიც ნელ-ნელა რაღაც წარმატებას ყოველთვის აღწევს. ამ მხრივ, კარლო ანჩელოტი ნამდვილი ფენომენია და სწორედ ამიტომაა, რომ მეტოქეებს რეალის ყოველთვის ეშინიათ. სიტი შესანიშნავი გუნდია, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავკაცი ჰყავს, მაგრამ როცა ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობ, რეალი გყავს მხედველობაშია“.

შეგახსენებთ, რომ „სიტისა“ და „რეალის“ განმეორებითი შეხვედრა 17 მაისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიმ დაამტკიცა, რომ იდეები ფულზე მნიშვნელოვანია“ - ამბობს გრავინა
„ნაპოლიმ დაამტკიცა, რომ იდეები ფულზე მნიშვნელოვანია“ - ამბობს გრავინა