ზურიკო დავითაშვილი, დავიდ გიონი
Aa
Aa

„ისეთი პოტენციალი აქვს, რომ არ უნდა მოდუნდეს“ - გიონი დავითაშვილზე

საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდომ“ შინ ერთ-ერთი კონკურენტი „კაენი“ 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა, მან სასტარტოში ითამაშა და მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე აპლოდისმენტებით შეცვალეს.

მატჩის შემდეგ „ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა:

„სამი კვირაა, რაც კარგად დაბრუნდა, თავს კარგად გრძნობს. მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, ეს არის, რაც მას ვუთხარი... ის გაცილებით უფრო აგრესიულია, უფრო მეტ მომენტს ქმნის, საგოლე შანსები უფრო მეტი აქვს. „კაენთან“ მატჩში მისი გოლი ვნახეთ. მას ისეთი პოტენციალი აქვს, რომ არ უნდა მოდუნდეს. ჩვენ ის გვჭირდება და სეზონის ბოლომდე ასე უნდა ითამაშოს“.

მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა 26 მატჩში (19 სასტარტოში) 4 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. მისი გოლები გამარჯვებაში გადამწყვეტი „დიჟონთან“ (მე-9 ტური), „სოშოსთან“ (მე-17 ტური) და „კაენთან“ (34-ე ტური) შეხვედრებში იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები