ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის“ - კვარა ჩემპიონობის შემდეგ

სერია A-ს 34-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. ამ ქულამ კი სპალეტის გუნდი ოფიციალურად გააჩემპიონა.

ხვიჩა კვარაცხელიამ სკუდეტოს მოგების შემდეგ, სოციალურ ქსელში პირველი პოსტი გამოაქვეყნა.

„ოცნებები ხდება, FORZA NAPOLI SEMPRE, მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. უფლის იწამე მარად".

- წერს კვარაცხელია.

„უდინეზეს“ კარში გადამწყვეტი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, რომელმაც ხვიჩას დარტყმულის შემდეგ ზუსტად დაამატა და ანგარიში გაათანაბრა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოიგო. „ნაპოლიმ“ 33-წლიანი ლოდინი დაასრულა.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონობის შემდეგ, ნეაპოლელები მომდევნო მატჩს შინ „ფიორენტინასთან“ გამართავენ. შეხვედრა კვირას 20:00 საათზე დაიწყება.

კვარას ყველა მომენტი VS უდინეზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: ეს დასაწყისია და არა დასასრული, ლიგის მოგებაც გვინდა
დე ლაურენტისი: ეს დასაწყისია და არა დასასრული, ლიგის მოგებაც გვინდა