ვიდალი იტალიაში ბრუნდება? ოღონდ ერთი პირობით...
მიუნხენის "ბაიერნის" ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი ბუნდესლიგის დატოვებას გეგმავს.
30 წლის ფეხბურთელის კონტრაქტს "მიუნხენელებთან", ვადა სეზონის ბოლოს ეწურება.
ვიდალს სერია A-ში დაბრუნება სურს და მზადაა მილანურ გრანდებთან მოლაპარაკებები დაიწყოს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი პირობით მოხდება - თუ, "მილანი" და "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ.
Tuttosport-ის ცნობით, თუ "ბაიერნი" ვიდალს ახალ ხელშეკრულებაზე ვერ დაითანხმებს, ამ შემთხვევაში მის გაყიდვას დათანხმდება.