ლონდონის ჩელსი, რაჰიმ სტერლინგი
Aa
Aa

სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს - სტერლინგის მისაბაძი საქციელი

რაჰიმ სტერლინგი 14 სტუდენტის უნივერსიტეტში სწავლის საფასურს გადაიხდის. ინგლისელი გარემარბის ფონდი ლონდონის კინგს კოლეჯთან და მანჩესტერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, რათა 14 სოციალურ-ეკონომიკურად გაჭირვებულ ბავშვს აფრიკიდან და კარიბის ზღვის ქვეყნებიდან დაეხმაროს.

პირველი ოთხი სტიპენდია მიმდინარე წლის სექტემბერში იქნება ხელმისაწვდომი. ორი კინგს კოლეჯში, ხოლო ორი მანჩესტერის უნივერსიტეტში.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი სტუდენტებს აღნიშნული ქვეყნებიდან განცხადების შევსება შეეძლებათ. დარჩენილი კი 10 სასტიპენდიო ადგილი. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით სტერლინგმა განაცხადა:

„ეს შესაძლებლობა ახალგაზრდებს უკეთესი განათლების მიღებაში და საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენაში დაეხმარება. ასევე, მათი კარიერული პერსპექტივები გაიზრდება. იმედი მაქვს, ეს ინიციატივა ბევრ რამეს შეცვლის და სხვებიც მომბაძავენ. მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობ.“

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მათთან ერთად დესერტი მივირთვი“ - ჩავი მესის, ბუსკეტსის და ალბას შეხვედრაზე
“მათთან ერთად დესერტი მივირთვი“ - ჩავი მესის, ბუსკეტსის და ალბას შეხვედრაზე