ბარსელონა, პარი სენ ჟერმენი, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი: “ამ მომენტისთვის მესის ბარსაში დაბრუნება შესაძლებლად არ მიმაჩნია“

სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ლიონელ მესი „ბარსელონაში“ დაბრუნდება.

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი არგენტინელი სუპერვარსკვლავის დაბრუნებას მიესალმება, მაგრამ ასევე ამბობს, რომ კატალონიურ გრანდს საკუთარი ფინანსების კორექტირება მოუწევს.

ტებასი:

„ბარსამ მესის დასარეგისტრირებლად ბევრი ფინანსური პრობლემა უნდა გადაჭრას. ვფიქრობ, მათ ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ. დღეს, ამ სიტუაციაში მისი ტრანსფერი შესაძლებლად არ მიმაჩნია. „ბარსელონას“ ჯერ კიდევ შეუძლია ფინანსები ისე დააკორექტიროს, რომ მესი დაიბრუნოს. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ლიონელისთვის საბრძოლო ახალ გეგმას.“

შეგახსენებთ, რომ კატალონიურ გრანდში სახელფასო ჭერია შევსებული და ახალი მოთამაშეების რეგისტრაცია ამიტომ ვერ ხერხდება.

რაც შეეხება მესის, 7 ოქროს ბურთის მფლობელმა „ბლაუგრანა“ 2021 წელს დატოვა და „პარი სენ ჟერმენში“ გადაბარგდა, სადაც კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “ნაპოლი მიმდინარე სეზონში საუკეთესო იტალიური კლუბი იყო“
ანჩელოტი: “ნაპოლი მიმდინარე სეზონში საუკეთესო იტალიური კლუბი იყო“