მადრიდის რეალი, ლონდონის ჩელსი, ფრენკ ლამპარდი
Aa
Aa

“დღეს ჩვენი ღამე არ იყო“ - ლამპარდი რეალთან წაგების შემდეგ

მადრიდის „რეალმა“ სტუმრად ლონდონის „ჩელსი“ როდრიგოს დუბლის წყალობით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „არისტოკრატების“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ლამპარდმა?

„პირველი 60 წუთი მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ. გვქონდა შესანიშნავი შანსები, რომელიც ასეთი დონის მატჩში აუცილებლად უნდა გამოიყენო. შეხედეთ სად ვიყავით ამ სეზონში, სად ვართ და რაზე უნდა იმუშაოს კლუბმა მომავალში. ამ მდგომარეობაში „ჩელსი“ ხშირად ყოფილა. დღეს ჩვენი ღამე არ იყო.

ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთელებმა მცდელობა დააკლეს. უბრალოდ შექმნილი მომენტი უნდა გამოიყენო. ერთი გოლი, რომ გაგვეტანა ყველა ნახავდა გულშემატკივრების რეაქციას. ბურთთან ერთად კარგად ვთამაშობდით და ფლანგებზე ბევრ პრობლემას ვქმნიდით. ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო, მაგრამ მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ.

პირველი გოლი ჩვენი შეცდომის შედეგად გავიდა. ასეთი მომენტის შექმნის შესაძლებლობა არ უნდა მიგვეცა. მზად ვიყავით, რომ მატჩში უფრო აგრესიულები ვყოფილიყავით. როდესაც „ჩელსიში“ თამაშობ, თითოეულ შეხვედრაში მაქსიმუმი უნდა გასცე. 60 წუთის განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ გუნდზე უკეთესები ვიყავით.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაც 2:0 დასრულდა და „რეალმა“ ჯამში 4:0 მოიგო. „სამეფო კლუბი“ ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

 

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდრიგოს ბენეფისი, ბენზემას ისტორიული მიღწევები - რეალი ნახევარფინალშია
როდრიგოს ბენეფისი, ბენზემას ისტორიული მიღწევები - რეალი ნახევარფინალშია