მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, ლონდონის ჩელსი
Aa
Aa

“ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ბარსელონასთან“ - ანჩელოტი ჩელსისთან მატჩზე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალი“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„პირველ რიგში, ყველამ მინდა გაიაზროს, რომ წინ 120 წუთია და ხვალინდელი მატჩი გადამწყვეტი არ არის. უბრალოდ გვინდა, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე კიდევ ერთი ჯადოსნური საღამო შევქმნათ. უნდა ვეცადოთ, რომ პირველ შეხვედრაში სასარგებლო შედეგი დავაფიქსიროთ. ვფიქრობ, გასულ წელს პარიზში ჩატარებული მატჩის გარდა, ყველგან კარგად ვითამაშეთ და ჩემპიონობა დავიმსახურეთ.

თავი კარგად უნდა დავიცვათ და ასევე კარგად შევუტიოთ. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს „ბარსელონასთან“ გავაკეთეთ. გასულ წელს „ჩელსისთან“ დავიტანჯეთ. ეს სხვა დონის გუნდია და მათ დიდი მოტივაცია აქვთ. ლამპარდის გამოცდილება არაფერ შუაშია. მე 20-წლიანი გამოცდილება მაქვს, მაგრამ საერთოდ არაფერს შეცვლის ხვალინდელ მატჩში.

„ჩელსიში“ დაბრუნება? იქაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ არა! ლამპარდი სწორი პიროვნებაა და იქ დიდებულ საქმეებს გააკეთებს. ვინისიუსი შეუჩერებელია და ლონდონელებს ბევრ პრობლემას შეუქმნის.“

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ჩელსის“ დაპირისპირება 12 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბინძურად საუბრობდა, ვიცოდი, რომ გაიქცეოდა“ - მერაბი ქომაგთან ინციდენტზე
„ბინძურად საუბრობდა, ვიცოდი, რომ გაიქცეოდა“ - მერაბი ქომაგთან ინციდენტზე