რომან დოლიძე, ისრაელ ადესანია
Aa
Aa

სატიტულო ბრძოლა სურს | დოლიძე ადესანიას იწვევს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონთან, ისრაელ ადესანიასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. „კავკასიელმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „უკანასკნელი სტაილბენდერი“ გამოიწვია.

„ტვიტერს დავუბრუნდი! სატიტულო ბრძოლას ვუყურე და აშკარაა, რომ ადესანიას გამარჯვება კარებს გაუღებს მებრძოლებს, რომლებსაც მასთან ჯერ არ უჩხუბიათ. ბიჭებო, ამ ბრძოლას ავიღებ!“, - განაცხადა „კავკასიელმა“.

შეგახსენებთ, რომ რომანმა ბოლო ბრძოლა მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ძალიან საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა. ერთმა არბიტრმა მარვინს სამივე რაუნდი მისცა, დანარჩენმა ორმა - 2-2. მნიშვნელოვან დარტყმებს რაც შეეხება, ვეტორის 106 დარტყმა ჰქონდა, დოლიძეს - 71.

ადესანიას რაც შეეხება, „იზიმ“ გააკეთა ის, რასაც მისგან ბევრი ნამდვილად არ ელოდა. „უკანასკნელმა სტაილბენდერმა“ ალექს პერეირა, რომელთანაც კიკბოქსინგში ორი, MMA-ში კი ერთი ბრძოლა ჰქონდა წაგებული, დაანოკაუტა და საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა. ჩხუბის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ადესანიას სამომავლო გეგმებზე ჰკითხეს და ისრაელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მომდევნო მეტოქეზე არ ფიქრობს. ცნობისთვის, საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში მხოლოდ 3 მებრძოლია, ვისთანაც ადესანიას არ უჩხუბია: ჯეკ ჰერმანსონი, შონ სტრიკლენდი, დრიკუს დუ პლესი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა“ - Daily Mail-ი კვარაზე და იტალიურ კლუბებზე
„ნაპოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა“ - Daily Mail-ი კვარაზე და იტალიურ კლუბებზე