ბარსელონა, ლიონელ მესი, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

მხოლოდ ბარსელონაში უნდა თამაში - მესი ლაპორტას ზარს ელოდება

ლიონელ მესის მომავალი კვლავ აქტუალური საკითხია. ცნობილია, რომ არგენტინელ სუპერვარსკვლავს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს.

სპორტულ მედიაში, აქტიურად განიხილება მესის „ბარსელონაში“ დაბრუნების საკითხი. Goal.Com-ის ინფორმაციით, ვეტერანი შემტევი კატალონიური გრანდის პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას ზარს ელოდება.

ამ მომენტისთვის, თავად ლაპორტა არანაირ განცხადებას არ აკეთებს და მესის დაბრუნების საკითხი კვლავ ღიაა. ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაკეთებულა. თავის მხრივ, „პარი სენ ჟერმენს“ 7 ოქროს ბურთის მფლობელის შენარჩუნება ისევ სურს, მაგრამ თავად ფეხბურთელს არა.

MundoDeportivo-ს მტკიცებით, მესის ერთადერთი სურვილი „ბლაუგრანაში“ თამაშია და როგორც უკვე მოგახსენეთ, ლაპორტას ზარს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საუდის არაბეთის წარმომადგენელმა „ალ ჰილალმა“ ლეოს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, რომლის მიხედვითაც ის წელიწადში ხელფასის სახით 400 მილიონ ევროს აიღებდა, მაგრამ არგენტინელ სუპერვარსკვლავს საუდის არაბეთში გადაბარგება არ ხიბლავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენ ჰაგი: “ეს უკვე განსხვავებული მაგუაერია“
ტენ ჰაგი: “ეს უკვე განსხვავებული მაგუაერია“