ფრენკ ლამპარდი
Aa
Aa

ჩელსი ლამპარდის შესაძლო დაბრუნებასაც განიხილავს

„ჩელსი“ ამ მომენტისთვის მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. ლონდონელთა ჩაბარებას რამდენიმე სპეციალისტს უწინასწარმეტყველებენ.

ლუის ენრიკეს შესახებ დღეს ბრიტანული პრესა აქტიურად წერდა. ესპანელი ლონდონშიც ჩავიდა და მოლაპარაკებებს მართავს.

ამჯერად The Times-ი ფრენკ ლამპარდის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს. ასევე იულიან ნაგელსმანიც განიხილება, თუმცა ენრიკესა და ლამპარდის ვარიანტები უფრო რეალურად მოჩანს.

ლამპარდის შემთხვევაში განიხილება სეზონის ბოლომდე დროებითი მთავარი მწვრთნელის პოსტი. ზაფხულში კი კლუბი იმსჯელებს, თუ რა გადაწყვეტილება მიიღოს.

44 წლის ფრენკ ლამპარდი იანვარში „ევერტონიდან“ დაითხოვეს და ამჟამად უგუნდოდ არის.

შეგახსენებთ, რომ ლამპარდი ლონდონელებს 2019 წლიდან 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მესიმ და ნეიმარმა გუნდი უნდა დატოვონ, მათ პსჟ-სთვის სარგებელი ვერ მოიტანეს“
„მესიმ და ნეიმარმა გუნდი უნდა დატოვონ, მათ პსჟ-სთვის სარგებელი ვერ მოიტანეს“