ლაშა ტალახაძე ნაიკის სახე გახდა
ლაშა ტალახაძე და NIKE ოთხი წლით იმეგობრებენ!
NIKE-ს ოფიციალური პარტნიორის, კომპანია Athlete Performance Solutions-ს დახმარებით, ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში შემოსავს სპორტული ამუნიციის მწარმოებელი გიგანტი NIKE. ლაშასთან კონტრაქტში ასევე შეტანილია ფინანსური ბონუსის პუნქტი, რომელიც ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების მოგების შემთხვევაში ამოქმედდება.
ლაშა ტალახაძე: "მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ცდილობს ხელი შემიწყოს კარგი შედეგის დაფიქსირებაში, წინსვლაში. NIKE არის ხარისხი და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება. მადლობას ვუხდი კომპანია Athlete Performance Solutions-ს ყურადღებისთვის. ამ კომპანიაში პროფესიონალები მუშაობენ."
უახლოეს მომავალში NIKE-ს ოჯახის წევრი და Athlete Performance Solutions-ის მეგობარი გახდება ჩვენი ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე. წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
წყარო : ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია