ბაიერნი, დორტმუნდი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელის წარმატებული დებიუტი - ბაიერნმა დორტმუნდს მოუგო

გერმანიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ბაიერნმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა და უშანსოდ 4:2 დაამარცხა. ეს მატჩი კიდევ იმით იწვევდა ინტერესს, რომ „რეკორდმაისტერში“ ტუხელის სადებიუტო შეხვედრა იყო. გერმანელმა სპეციალისტმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვა თავი.

მატჩში თავიდანვე მასპინძლები აქტიურობდნენ და მე-13 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. ბურთი საკუთარ კარში კობელმა ჩაჭრა. ასევე აღსანიშნავია სტუმართა გუნდის მეკარის მიუტევებელი შედომა. ამის შემდეგ ტომას მიულერის დუბლი და ტაბლოზე 3:0 დაფიქსირდა. 

51-ე წუთზე კომანმა უპირატესობა კიდევ უფრო გაამყარა და ამით ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყდა. ამის შემდეგ, „ბაიერნი“ შედარებით მოდუნდა და „დორტმუნდმა“ 2 გოლის გატანა შეძლო. 72-ე წუთზე თავი ემრე გამოიჩინა, ხოლო 90-ე წუთზე მალენმა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „ბაიერნმა“ 55 ქულა დააგროვა და ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა. „დორტმუნდს“ 53 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “რეალში იქამდე დავრჩები, სანამ ამის საშუალებას მომცემენ“
ანჩელოტი: “რეალში იქამდე დავრჩები, სანამ ამის საშუალებას მომცემენ“