რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: “რეალში იქამდე დავრჩები, სანამ ამის საშუალებას მომცემენ“

სპორტულ მედიაში აქტიურად განიხილება კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნის საკითხი.

წლის დასაწყისში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელ სპეციალისტთან თანამშრომლობა „სელესაოს“ სურს. თავად კარლო კი ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ამასთან დაკავშირებით, ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„რეალობა ისაა, რომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს მართლაც სურს ჩემთან მუშაობა და ამის გამო ძალიან გახარებული ვარ. მაგრამ მე ჩემი კონტრაქტის შესრულება და პატივისცემა მსურს. მადრიდის „რეალი“ მიყვარს. კარიერის დასრულება „რეალიდან“ წასვლის შემდეგ? დღეს ამას ვერ დავადასტურებ. აქ იქამდე დავრჩები სანამ კლუბი ამის საშუალებას მომცემს.“

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი „სამეფო კლუბში“ მეორედ მოღვაწეობს. პირველად ის „ბლანკოსს“ 2013 წელს ჩაუდგა სათავეში და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2015 წელს იტალიელი სპეციალისტი უტიტულოდ დარჩენის გამო გაათავისუფლეს.

მეორედ კი მისი დანიშვნა 2021 წლის ზაფხულში მოხდა და ამჯერად ჩემპიონთა ლიგასთან ერთად ლა ლიგაც მოიგო. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ანჩელოტის შემცვლელად რაულს და პოჩეტინოს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ოცნების ტრანსფერი“ - მიკელ არტეტას არსენალში ანსუ ფატი სურს
“ოცნების ტრანსფერი“ - მიკელ არტეტას არსენალში ანსუ ფატი სურს