არსენალი, ბარსელონა, მიკელ არტეტა, ანსუ ფატი
Aa
Aa

“ოცნების ტრანსფერი“ - მიკელ არტეტას არსენალში ანსუ ფატი სურს

შესაძლოა ანსუ ფატისა და „ბარსელონას“ გზები გაიყაროს. მისი გადაბირებით ლონდონის „არსენალი“ ინტერესდება. მეტიც, ესპანურმა მედიამ ეს ყველაფერი არტეტას „ოცნების ტრანსფერად“ შერაცხა.

ტრავმების გამო დიდი ხანია ანსუმ „ბლაუგრანას“ რიგებში ადგილი დაკარგა და ჩავი მას ფაქტობრივად აღარ ენდობა. ის კი ისეთ ასაკშია, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონა“ ახალგაზრდა შემტევის იჯარით წესის გაშვებაზე თანახმა არ არის.

ეს კი თავად ფეხბურთელს პრობლემას უქმნის, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ასევე ცნობილია, რომ ფატის „ფურია როხაში“ სურს ადგილის დამკვიდრდება.

ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე, მიკელ არტეტას იმედი აქვს, რომ ანსუ „მეთოფეების“ მაისურს მოირგებს. „არსენალი“ „ბარსელონას“ ოფიციალური წინადადებით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატიმ კატალონიური გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 96-ჯერ მოირგო, 25 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NapoliMagazine: “ხვიჩა ახალ კონტრაქტს ივნისში გააფორმებს“
NapoliMagazine: “ხვიჩა ახალ კონტრაქტს ივნისში გააფორმებს“