საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები, გიორგი კიკნაძე, ჯეჯო ჯალიაშვილი, ლაშა კუკუჯანაშვილი, ლევან ჩიხრაძე, დავით ბობოხიძე, ლუკა ბლიაძე
Aa
Aa

უხვგოლიანი გამარჯვება - საქართველო ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები მონაწილეობს. 1/4-ფინალში საქართველომ ალბანეთი 4:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი ლაშა ღონღაძემ გაიტანა. მეორე ტაიმში გიორგი კიკნაძემ ანგარიში გაზარდა. ალბანელებმა სხაობა ერთი ბურთით შეამცირეს, თუმცა ლუკა ბლიაძემ ორგოლიანი უპირატესობა აღადგინა. მეოთხე გოლი ლევან ჩიხრაძის აქტივშია.

ნახევარფინალში გასვლით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

 

შეგახსენებთ, აღნიშნული ტურნირის D ჯგუფში საქართველომ ორივე მატჩი მოიგო და პირველ ადგილზე გავიდა. პირველ ტურში საქართველომ ირლანდია 2:1 დაამარცხა, გიორგი კიკნაძემ ანგარიში გახსნა, ჯეჯო ჯალიაშვილმა გამარჯვების გოლი შეაგდო.

მეორე ტურში საქართველომ კვიპროსი 3:2 დაამარცხა. გოლები ლაშა კუკუჯანაშვილის, ლევან ჩიხრაძისა და დავით ბობოხიძის ანგარიშზეა.

ტურნირი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში იმართება.

საქართველოს ნაკრები მოლდოვაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა

 

ფოტო: მასტერ ლიგის Facebook-ის გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა