ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

NapoliMagazine: “ხვიჩა ახალ კონტრაქტს ივნისში გააფორმებს“

აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

აურელიო დე ლაურენტისმა ღიად განაცხადა, რომ 120 მილიონზე ნაკლებად არცერთ მათგანს არ შეელევა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, იტალიელი ჟურნალისტი ემანუელე კამაროტო(NapoliMagazine) კომენტარს აკეთებს.

კამაროტო:

„დროის გასვლასთან ერთად ყველას გვიძლიერდება სურვილი, რომ მომავალ სეზონში „ნაპოლის“ რიგებში კვლავ ვიხილოთ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი. ქართველი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გააფორმებს. რაც შეეხება ოსიმენს, ეჭვი მაქვს, რომ 180 მილიონს პრემიერ ლიგის გუნდები არ გადაიხდიან. დე ლაურენტისი ნიგერიელში სწორედ ამდენს ითხოვს.“

შეგახსენებთ, რომ „კვარას“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ივნისში ეწურება, ხოლო ოსიმენის ხელშეკრულება 2025 წლის ივნისის ჩათვლით არის გაფორმებული.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერწმუნეთ, არცერთ გუნდს არ უნდა ამ მატჩის წაგება“ - დონადონი ნაპოლი-მილანზე
„მერწმუნეთ, არცერთ გუნდს არ უნდა ამ მატჩის წაგება“ - დონადონი ნაპოლი-მილანზე