უეინ რუნი
Aa
Aa

რუნი: მინდა არსენალმა მოიგოს, მაგრამ ჩემპიონი სიტი გახდება

უეინ რუნი თვლის, რომ „მანჩესტერ სიტი“ ტიტულს შეინარჩუნებს და პრემიერ ლიგას პეპ გუარდიოლას გუნდი მოიგებს.

„იმედი მაქვს, რომ არსენალი პრემიერ ლიგას მოიგებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოოდ სიტი მათ დაამარცხებს. ეს ყველაფერი დამაინტრიგებელი იქნება.

მე ასე ვფიქრობ, რადგან არსენალმა ამჟამინდელ პოზიციებს ახლახან მიაღწია, ზეწოლა შეიძლება ძალიან დიდი იყოს. როცა 10 მატჩი რჩება, რეალური ზეწოლის შეგრძნება გეწყება. ასე რომ, მაინტერესებს, შეუძლია თუ არა არსენალს გააგრძელოს ის, რასაც მთელი სეზონი აკეთებს?

ერლინგ ჰოლანდი წარმოუდგენელია. მიყვარს მისი თამაშის ყურება. ის აუცილებლად ერთზე მეტ რეკორდს მოხსნის“,

- განაცხადა DC იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა.

რუნი გარი ნევილის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეორე ყოფილი მოთამაშეა, რომელმაც საბოლოოდ „სიტის“ ჩემპიონობაზე გააკეთა ფსონი. ორივე შემთხვევაში „მეთოფეებს“ გამოცდილება დაუწუნეს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის დასრულებამდე 10 ტური რჩება. „არსენალი“ „სიტის“ 8 ქულით უსწრებს, თუმცა გუარდიოლას გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასევე უნდა ითქვას, რომ „ქალაქელებსა“ და „მეთოფეებს“ შორის მანჩესტერში გასამართი შეხვედრაა დარჩენილი. მიკელ არტეტას გუნდს მთლიანობაში გაცილებით რთული კალენდარი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნისტელროი: წარმოუდგენელია რუსეთთან როგორ წავაგეთ, ევრო 2008 უნდა მოგვეგო
ნისტელროი: წარმოუდგენელია რუსეთთან როგორ წავაგეთ, ევრო 2008 უნდა მოგვეგო