მესი და გერდ მიულერი - აბსოლუტურ რეკორდამდე ძალიან ცოტაა...
Aa
Aa

მესი და გერდ მიულერი - აბსოლუტურ რეკორდამდე ძალიან ცოტაა...

ლა ლიგის მე-2 ტურში, "ბარსელონამ" სტუმად "ალავესს" ლიონელ მესის დუბლით 2:0 მოუგო.

ეს გოლები მესისთვის ესპანეთის ჩემპიონატში 350-ე და 351-ე იყო, რითაც ის გერდ მიულერის შემდეგ, პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატებში 350 და მეტი გოლის გატანა შეძლო.

გერდ მიულერს ბუნდესლიგაში 365 გოლი აქვს გატანილი და ამჟამინდელი რეკორდი მისია, თუმცა ყველა კარგად ვხვდებით, რომ ლეგენდარული გერმანელის რეკორდს დიდი დღე არ უწერია - მესის ამ მიღწევამდე მხოლოდ 14 გოლი აშორებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, არგენტინელი მიულერის გადასწრებას ამ სეზონშივე მოახერხებს.

ლიონელ მესის "ბარსელონას" ფორმით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 619 შეხვედრაში 521 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები