ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ერთად სათამაშოდ არიან დაბადებული“ - Daily Mail-ი კვარა-ოსიმენის დუეტს აქებს

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Mail-მა იტალიის სერია A-ს გასულ ტურს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიზეც“ ისაუბრა. Daily Mail-მა ყურადღება „პარტენოპეის“ ქართულ-ნიგერიულ დუეტზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს ტელეპათიური კავშირი აქვთ.

„ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის სერია A-ს ტიტულისკენ მიუძღვებიან და მათ ერთმანეთის საოცრად ესმით. ტორინოსთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც ნაპოლიმ 4:0 მოიგო, მათ აჩვენეს, რომ ერთად სათამაშოდ არიან დაბადებული. ისინი ერთმანეთთან კომბინაციებს რეგულარულად ათამაშებდნენ და მეტოქე გაანადგურეს.

ტორინოსთან მატჩში, ოსიმენმა დუბლი მიითვალა, კვარაცხელიამ კი პენალტი გაიტანა. ტურინში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ნაპოლის 19-ქულიანი უპირატესობა აქვს და ტრიუმფამდე, რომელიც კლუბის ისტორიაში მე-3 და ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი იქნება, დროის ათვლა დაწყებულია“, - წერს Daily Mail-ი.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, ოსიმენს 21 გოლი აქვს გატანილი, კვარაცხელიას ანგარიშზე კი 12 ბურთია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგის რისკი - მილანის კოშმარი გრძელდება
ჩემპიონთა ლიგის რისკი - მილანის კოშმარი გრძელდება