კარლო ანჩელოტი, გრემ პოტერი
Aa
Aa

პოტერი: „ჩელსი ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეეცდება“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, გრემ პოტერმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები შეაფასა. „არისტოკრატებს“ „რეალის“ სახით, რთული მეტოქე ერგოთ, მაგრამ „ლურჯების“ თავკაცი აცხადებს, რომ მისი გუნდი თასის აღმართვას შეეცდება.

„ვამბობდი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევეცდებოდით და დარწმუნებული ვარ, დანარჩენ 7 გუნდსაც იგივე გეგმა აქვს. რეალზე კონცენტრაციას მაშინ მოვახდენთ, როცა დრო მოვა, ახლა კი ევერტონთან გასამართ მატჩზე ვართ ორიენტირებული.

კარლო ანჩელოტის პირადად არ ვიცნობ, მაგრამ როცა ევერტონის მთავარი მწვრთნელი იყო, მის წინააღმდეგ მითამაშია. ის ჯენტლმენია და კარლოსა და მის კარიერას უდიდეს პატივს ვცემ. ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვებები, სტაბილურობა დიდი ხნის განმავლობაში... ეს დაუჯერებელი და საოცარი მიღწევაა“.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ჩელსის“ დაპირისპირების გარდა, შემდეგი წყვილები მივიღეთ: ბენფიკა - ინტერი; მანჩესტერ სიტი - ბაიერნი; მილანი - ნაპოლი. 1/2-ფინალში „მილანი“ - „ნაპოლის“ წყვილის გამარჯვებული „ბენფიკა“ - „ინტერის“ შორის მოგებულს შეხვდება. შესაბამისად, „რეალი“ - „ჩელსის“ გამარჯვებული „მან. სიტისა“ და „ბაიერნს“ შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: წილისყრაში გაგვიმართლა? ამას მხოლოდ არაკომპეტენტურები ამბობენ
სპალეტი: წილისყრაში გაგვიმართლა? ამას მხოლოდ არაკომპეტენტურები ამბობენ