რეალი, ბარსელონა, კილიან მბაპე, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი: “მბაპეს ყიდვა მხოლოდ რეალს შეუძლია“

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ესპანური გუნდებიდან კილიან მბაპეს შეძენა მხოლოდ მადრიდის „რეალს“ შეუძლია. მან ასევე გამოთქვა სურვილი, რომ ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ლა ლიგაში ითამაშოს.

წელიწადზე მეტი გავიდა, რაც მბაპესა და „რეალის“ საგა დასრულდა, თუმცა ბოლო პერიოდში კვლავ განახლდა ტრანსფერის შესაძლოა განხორციელების ალბათობა. ტებასი მას „ბლანკოსში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებს. „ბარსელონას“ კი საერთოდ გამორიცხავს.

ტებასი:

„ლა ლიგაში ერთადერთი კლუბი, რომელსაც მბაპეს ყიდვა შეუძლია „რეალია““.

შეგახსენებთ, რომ ხავიერ ტებასი „ბარსელონას“ გულშემატკივრებს არ უყვართ, რადგან ლა ლიგის პრეზიდენტი „ბლაუგრანას“ საწინააღმდეგოდ ბევრ განცხადებას აკეთებს.

უკანასკნელად კი მან ნეგრეირას საქმეზე კატალონიური გრანდი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მსაჯების ქმედებები „ბარსელონას“ შედეგებზე გავლენას ახდენდა. ამის გამო კი შესაძლოა ჩავი ერნანდესის გუნდი მნიშვნელოვნად დაისაჯოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეგრეირას საქმე - ვალვერდე და ენრიკე სასამართლოში დაიბარეს
ნეგრეირას საქმე - ვალვერდე და ენრიკე სასამართლოში დაიბარეს