twitter-ზე ბარსელონა ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა
Aa
Aa

twitter-ზე ბარსელონა ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა

"ბარსელონა" წლევანდელ სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე ინერტულია. კატალონიელთა ხელმძღვანელობას ბევრი დასცინის, ბევრი კი მათზე ჯავრობს.

გუშინ ღამით კი განსაკუთრებული შემთხვევა იყო. "ბარსას" twitter-ის ოფიციალური გვერდი ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ჰაკერებმა დაწერეს, რომ "ბლაუგრანამ" ანხელ დი მარია ოფიციალურად შეიძინა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ, კატალონიელებმა სისტემაზე კონტროლი დაიბრუნეს და ოფიციალური განცხადებაც გააკეთეს, რომ ისინი ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები