ფორმულა 1. ავსტრიის გრანპრის შემდეგ
Aa
Aa

ფორმულა 1. ავსტრიის გრანპრის შემდეგ

მერვე ეტაპის შემდეგ ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ საინტერესო სტატისტიკური მონაცემების მორიგი პორცია შემოგვთავაზა...

კვალიფიკაცია
ლუის ჰემილტონმა 45-ე პოული მოიპოვა კარიერაში და გაუთანაბრდა ამ მაჩვენებლით საერთო რეიტინგის მესამე ადგილზე მყოფ სებასტიან ფეტელს.

1. მიხაელ შუმახერი 68
2. აირტონ სენა 65
3. სებასტიან ფეტელი 45
3. ლუის ჰემილტონი 45
4. ჯიმ კლარკი 33
4. ალენ პროსტი 33
5. ნაიჯელ მენსელი 32
6. ხუან-მანუელ ფანხიო 29
7. მიკა ჰაკინენი 26
8. ნიკი ლაუდა 24
8. ნელსონ პიკე 24
9. ფერნანდო ალონსო 22
10. დეიმონ ჰილი 20

- ლუის ჰემილტონმა 21 ტრასაზე აიღო სტარტი პოულიდან, ხოლო ყველა ტრასაზე, სადაც კი გამოსულა, პირველ სამეულში ხვდებოდა.

- ლუის ჰემილტონმა ზედიზედ მე-16 რბოლაში აიღო სტარტი პირველი რიგიდან, რითაც გაიმეორა ალენ პროსტის 1993 წლის სერია. ამ მაჩვენებლით ჰემილტონი და პროსტი მესამე ადგილზე არიან საერთო რეიტინგში. მეორე ეკუთვნის ბრიტანელ დეიმონ ჰილს (17), ხოლო ლიდერია ბრაზილიელი აირტონ სენა, რომელმაც ზედიზედ 24 რბოლაში აიღო სტარტი პირველი რიგიდან.

- ნიკო როსბერგმა კარიერაში 31-ედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან და გაუთანაბრდა ამ მაჩვენებლით საერთო რეიტინგში 23-ე ადგილზე მყოფ ნიკი ლაუდას.

- პირველად "რედ ბულში" გადასვლის შემდეგ დანიელ რიკარდო ვერ მოხვდა კვალიფიკაციის ფინალში.

რბოლა
- კარიერაში მე-11 გამარჯვებით ნიკო როსბერგი გაუთანაბრდა მოგებების რაოდენობით ჟაკ ვილნევს, რუბენს ბარიკელოსა და ფელიპე მასას.

- პოდიუმი ავსტრიაში 34-ე იყო ნიკო როსბერგის კარიერაში და ახლა, გერმანელი ერთი პოდიუმით ჩამორჩება ხუან-მანუელ ფანხიოსა და ემერსონ ფიტიპალდის.

- ლუის ჰემილტონი კარიერაში 78-ედ ავიდა პოდიუმზე და გაუთანაბრდა საერთო რეიტინგში მეხუთეადგილოსან კიმი რაიკონენს.

1. მიხაელ შუმახერი 155
2. ალენ პროსტი 106
3. ფერნანდო ალონსო 97
4. აირტონ სენა 80
5. კიმი რაიკონენი 78
5. ლუის ჰემილტონი 78
6. სებასტიან ფეტელი 71
7. რუბენს ბარიკელო 68
8. დევიდ კულტჰარდი 62
9. ნელსონ პიკე 60
10. ნაიჯელ მენსელი 59

- როსბერგმა და ჰემილტონმა მე-16 ერთობლივი დუბლი შეასრულეს და გაიმეორეს "რედ ბულში" სებასტიან ფეტელისა და მარკ უებერის მიღწევა. ფორმულა 1-ის ისტორიაში პილოტების მხოლოდ ერთ წყვილს - მიხაელ შუმახერსა და რუბენს ბარიკელოს აქვს უფრო მეტი დუბლი (24 "ფერარის" შემადგენლობაში).

- როსბერგის ბოქსებში შესვლის შემდეგ, ლუის ჰემილტონმა გაზარდა რბოლების სერია, რომელშიც ის მინიმუმ ერთი წრე ლიდერობდა. სერია 17 ეტაპამდე ავიდა და ეს არის ფორმულა 1-ის ისტორიაში საუკეთესო მიღწევის გამეორება, რომელიც ჯეკი სტიუარტს ეკუთვნოდა (აშშ'68 - ბელგია'70).

- ზედიზედ მერვე რბოლაში "მერსედესის" ორივე პილოტი ავიდა პოდიუმზე და ზედიზედ 27 ეტაპია "მერსედესის" ერთი პილოტი მაინც ხვდებოდა პირველ სამეულში. რეკორდი ამ მხრივ "ფერარის" ეკუთვნის - ზედიზედ 53 პოდიუმი.

- ფელიპე მასა კარიერაში მეორმოცედ მოხვდა პოდიუმზე, მე-40 წრეზე კი გადააბიჯა 60 ათასი კილომეტრის ნიშნულს. ამ მაჩვენებლით ის მეექვსე ადგილზეა საერთო რეიტინგში, რომელსაც მიხაელ შუმახერი უდგას სათავეში (81 209 კმ).

- ზედიზედ მე-19 რბოლაში ქულების მოპოვებით, სებასტიან ფეტელმა გაიმეორა კარიერაში საკუთარი ყველაზე შედეგიანი სერია.

- კარიერაში პირველად ფერნანდო ალონსო ზედიზედ ორ რბოლას გამოეთიშა. ავსტრიის გრანპრი მისი მე-40 რბოლა იყო ბოლო გამარჯვებიდან (ესპანეთი'2013).

ცხელი ამბები