15 ქულას დაუბრუნებენ? - იუვენტუსში ოპტიმისტური განწყობაა
Aa
Aa

15 ქულას დაუბრუნებენ? - იუვენტუსში ოპტიმისტური განწყობაა

იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა კოორდინატორმა, ფედერიკო კერუბინიმ და კლუბის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ აპელაცია მოიგეს. Football Italia-ს მიხედვით, ეს კლუბის ადვოკატებს საშუალებას მისცემს, „საიდუმლო დოკუმენტს“ გაეცნონ, რომელთანაც წვდომა აქამდე არ ჰქონდათ.

როგორც ირკვევა, ეს ტექნიკური დეტალია, მაგრამ „იუვენტუსში“ იმედი აქვთ, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რათა „ბიანკონერისთვის“ 15 ქულის ჩამოკლების ვერდიქტი შეიცვალოს. კლუბი იმედიანადაა განწყობილი და უახლოეს პერიოდში ბევრი რამ გაირკვევა.

დოკუმენტი, რომელზეც საუბარია, „Note 10940” გახლავთ. ის COVISOC-ის (იტალიის პროფესიონალ კლუბთა ზედამხვედველობის კომიტეტი) მიერ FIGC-ის (იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) პროკურორისთვის გაგზავნილ ოფიციალურ მოთხოვნას ასახავს, რომ „იუვეს“ მიერ გაბერილ სატრანსფერო ღირებულებებთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება იქნას გაკეთებული. ტურინელთა ადვოკატების მიხედვით, იტალიელმა სამართალდამცველებმა გამოძიება ამ წერილიდან 1 კვირის შემდეგ, 2021 წლის 21 აპრილს დაიწყეს. მათ 60 დღე ჰქონდათ, რათა გამოძიება დაესრულებინათ და 30 დღე, რათა სასამართლო პროცესი დაერეგისტრირებინათ, ეს კი ნიშნავს, რომ 2021 წლის 14 ივლისის შემდეგ მოპოვებული დოკუმენტების გამოყენება არ შეეძლოთ. „იუვეში“ თვლიან, რომ მათთვის 15 ქულის ჩამოკლება 14 ივლისის შემდეგ მოპოვებული დოკუმენტების გამო მოხდა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. თუ „ბებერ ქალბატონს“ ქულები დაუბრუნებს, ტურინელები მეორე ადგილზე გადაინაცვლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას საუკეთესო მატჩი ორლანდოში | ჩატენვები და 5 მოხსნა მეტოქის ფარზე
გოგას საუკეთესო მატჩი ორლანდოში | ჩატენვები და 5 მოხსნა მეტოქის ფარზე