ბაიერნი, პარი სენ ჟერმენი, ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

პსჟ-სთან სკამზე იჯდება - კანსელუ იმედგაცრუებულია

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური განმეორებითი მატჩის წინ, გერმანელმა ჟურნალისტმა ფლორიან პლატენბერგმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კანსეულსთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

პლატენბერგის თქმით, პორტუგალიელი ფეხბურთელი „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მიუნხენური გრანდი 3-მცველიანი ტაქტიკით აპირებს თამაშს და მისი ადგილი არ მოიძებნება.

იულიან ნაგელსმანი ფლანგებზე კინგსლი კომანის და დევისი დაყენებას აპირებს. ამ მომენტისთვის კანსელუ საკმაოდ იმედგაცრუებულია.

შეგახსენებთ, რომ ჟოაუ „რეკორდმაისტერს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა. პორტუგალიელ მცველს პეპ გუარდიოლასთან კონფლიქტი მოუვიდა და „ქალაქელების“ დატოვების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

ასევე გეტყვით, რომ კანსელუმ „ბაიერნის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად ჯერჯერობით მხოლოდ 6-ჯერ მოირგო და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი მებრძოლი: „იანი მერაბზე 3 თავით მაღლა დგას, აუცილებლად დააფინიშებს“
რუსი მებრძოლი: „იანი მერაბზე 3 თავით მაღლა დგას, აუცილებლად დააფინიშებს“