ნეიმარი, კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

გალტიემ დაადასტურა - ნეიმარი ბაიერნთან არ იქნება

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ დაადასტურა, რომ ნეიმარი „ბაიერნთან“ ჩანიშნულ შეხვედრას გამოტოვებს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა „ლილის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო და პარიზულ გრანდს ფონს გასვლა მის გარეშე მოუწევს.

„ნეიმარი მომდევნო ორ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება. ის ლიგა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი და მეპასეა. ეს უდიდესი დანაკლისია“, - მოჰყავს გალტიეს სიტყვები ფრანგულ RMC Sport-ს.

როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა კოჭი დაიზიანა და იგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. თავდაპირველად, იწერებოდა, რომ „ნეი“ გამოჯანმრთელებას მოასწრებდა და „ბაიერნთან“ მატჩისთვის მზად იქნებოდა, მაგრამ ეს ვარაუდი არ გამართლდა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „რეკორდმაისტერთან“ პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართა და 0:1 დამარცხდა. განმეორებითი მატჩი თბილისის დროით, 9 მარტსაა ჩანიშნული და 00:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილიონების კუმირია, ბრწყინავს“ - სლუცკიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„მილიონების კუმირია, ბრწყინავს“ - სლუცკიმ ხვიჩაზე ისაუბრა