ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

კასანო: „ლეაუს არ გამოსდის ის, რასაც კვარა აკეთებს, მისნაირი ფეხბურთელების არ მჯერა“

„რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე და რაფაელ ლეაუზე ისაუბრა. კასანომ „მილანის“ შემტევი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იგი მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა.

„ჩემი აზრით, ლეაუს ნიჭი არ აქვს და მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა. მართალია, კრიშტიანუ რონალდუმ მსგავსი დამოკიდებულებით ყველაფერი მოიგო და მესის, ნეიმარის, ჩავისა და ინიესტას მსგავსი ტალანტი არ ჰქონია, მაგრამ ის ფიზიკური მონაცემების მხრივ, ნამდვილი მონსტრი იყო და ნიჭის ნაკლებობა საკუთარი ხედვებითა და საფეხბურთო ფილოსოფიით გააბათილა.

დარწმუნებული ვარ, ლეაუს თავი ფენომენი ჰგონია, რაც ჩემს მოსაზრებასთან ახლოსაც არაა. იგი მილანში 3 წელია თამაშობს, გოლები აქა-იქ გააქვს და ხანდახან კარგად ასპარეზობს, ეს კი ჩემთვის საკმარისი არაა. მეტოქის კარისკენ ზურგით თამაში რთულია და ამ დროს, საჭიროა, იცოდე, მიმართულება როგორ შეცვალო და როგორ იმოძრაო. კვარაცხელია ამ თვისებებით გამოირჩევა, ლეაუ - არა. იგი უბრალოდ სწრაფი ფეხბურთელია და წარმოდგენა არ აქვს, თანაგუნდელებს როგორ დაუკავშირდეს. ფიზიკური სიძლიერე მეტოქეებისთვის სერიოზული პრობლემაა, მაგრამ კარიერაში ბევრი ასეთი მოთამაშე მინახავს. ის დემბელესა და მარსიალის მსგავსი მოთამაშეა და ასეთი ტიპის ფეხბურთელები ჩემს დარწმუნებას ვერ ახერხებენ“.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანაკრებო მატჩები - ბილეთების გაყიდვა 2 მარტს დაიწყება
სანაკრებო მატჩები - ბილეთების გაყიდვა 2 მარტს დაიწყება