მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

ალჯო: „ვფიქრობ, მერაბი იანს დაამარცხებს, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბზე ისაუბრა. „ალჯომ“ განაცხადა, რომ მის თანაგუნდელს ურთულესი დაპირისპირება ელის, მაგრამ დასძინა, რომ „მანქანის“ გამარჯვების სჯერა.

„მერაბისა და იანის ჩხუბი ორივე მებრძოლისთვის რთული იქნება. დვალიშვილი ამ ბრძოლისთვის თავდაუზოგავად ემზადება და ამბობს, რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩხუბი. მერაბს ძალიან, ძალიან არ უნდა, რომ იანთან დამარცხდეს. მას კოდი სტამანთან, რიკი სიმონთან და სხვებთან წაგების პრობლემა არ აქვს, მაგრამ ამ ბიჭთან, პიოტრ იანთან უბრალოდ არ უნდა დამარცხდეს. დვალიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რათა გაიმარჯვოს და მისთვის სულერთია მიზანს როგორ მიაღწევს.

ხალხი ამბობს, რომ მერაბი მოსაწყენი მებრძოლია და ჟოზე ალდოსთან გამართულ ჩხუბს იხსენებს. ვფიქრობ, ისინი გაბრაზებული არიან, რადგან ალდომ მერაბთან ვერ გააკეთა ის, რაც ბევრს ეგონა, რომ გააკეთებდა. ვოლკანოვსკისა და ალდოს ჩხუბი გახსოვს? ჩემი აზრით, ის ბრძოლა უფრო მოსაწყენი იყო. ალდო ასეთი ტიპია. მის წინააღმდეგ ჭკვიანურად უნდა იჩხუბო, თორემ სერიოზული პრობლემები შეგექმნება. როცა გრეპლერი ვარ, რატომ უნდა ვეჩხუბო დგომში მებრძოლს, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სტრაიკერია და კონტრშეტევებზე ბრწყინვალეა?

მერაბისა და იანის ჩხუბს რაც შეეხება, პირველი რაუნდი ძალიან დაძაბული იქნება. თუ დვალიშვილმა პიოტრის ძლიერი დარტყმები თავიდან აირიდა, შანსის მიღებისას, მას ზიანი მიაყენა და აიძულა, თეიქდაუნების მცდელობებს პატივი სცეს, გარანტიას გაძლევთ, რომ 5-რაუნდიან ჯახში განადგურებულ და დაშლილ პიოტრ იანს იხილავთ. მერაბს განსხვავებული სტილი აქვს. როცა მე მეტოქე პარტერში გადამყავს, იქ ვტოვებ, მერაბი კი მოწინააღმდეგეს ფეხზე წამოდგომის საშუალებას აძლევს და შემდეგ ისევ თეიქდაუნს ახორციელებს, რაც სხვებისთვის ძალიან დამღლელია. მერაბი კარგ ფორმაში იმყოფება და ვფიქრობ, მოიგებს, თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არ იქნება. იანი ძალიან სახიფათო მეტოქეა და მასთან ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. დვალიშვილის სტილის წინააღმდეგ მომზადება ურთულესია და სწორედ ამიტომ, ბევრ მებრძოლს ვერ ხედავთ, რომლებიც მანქანას იწვევენ“.

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და იანის დაპირისპირება თბილისის დროით, 12 მარტს გაიმართება და UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანოვი: „ნეაპოლში გაიაზრეს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ“
კანოვი: „ნეაპოლში გაიაზრეს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ“