პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ლაიპციგი
Aa
Aa

“ეს კარგი შედეგია“ - გუარდიოლა ლაიპციგთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ლაიპციგს“ ესტუმრა. ბევრისთვის მოულოდნელად, „ქალაქელებმა“ ვერ მოიგეს. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„მეორე ტაიმში საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. მოწინააღმდეგემ კი პრესინგს მიმართა და დაცვის ხაზიც წინ ამოწია. გაშვებული გოლის შემდეგ, უკეთესად ავთამაშდით და კარგი მომენტებიც გვქონდა. საბოლოო ჯამში, ეს კარგი შედეგია.

საბოლოო ჯამში, ბედნიერი ვარ მთელი თამაშით და არა მხოლოდ პირველი ტაიმით. ეს არის ტურნირი, რომელშიც ბევრი ძლიერი გუნდი გამოდის. თუ ხალხი ელოდება, რომ აქ ჩამოვალთ და 4:0-ს მოვიგებთ, ბოდიში ჩვენ ეს არ შეგვიძლია.

გულშემატკივრებს ვპირდები, რომ მანჩესტერში განსხვავებულ „სიტის“ იხილავთ. ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებული და მეოთხედფინალში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებდი. „ლაიპციგი“ შესანიშნავი გუნდია და დიდი მომავალი აქვს.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 14 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი მესის დაბრუნებაზე: ეს მისი სახლია, ბევრი რამ ლეოზეა დამოკიდებული
ჩავი მესის დაბრუნებაზე: ეს მისი სახლია, ბევრი რამ ლეოზეა დამოკიდებული