ლივერპული, იურგენ კლოპი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

კლოპი: “მადრიდში გამარჯვებისთვის წავალთ“

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალი“ „ლივერპულს“ ესტუმრა და 5:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კლოპი:

„მადრიდში წავალთ და იქ ფეხბურთს ვითამაშებთ. ეს არ არის საუკეთესო დასაწყისი და საუკეთესო საფუძველი იმისა, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. დღეს, საკმარისი მომენტები ვერ შევქმენით. დღეს ყველამ ნახა, თუ როგორი სახიფათოა „რეალი“ კონტრ-შეტევებზე.

მადრიდში გოლების გატანა გვმართებს და ანჩელოტის გუნდის ყველა კონტრ-შეტევა სახიფათო იქნება. ასე რომ, ეს დიდი გამოწვევა იქნება, თუმცა იქამდე უნდა დავმშვიდდეთ, გავაანალიზოთ რა მოხდა და პრემიერ ლიგის თამაშებზე გადავერთოთ. ამ წაგებისგან უნდა ვისწავლოთ.

ვფიქრობ, კარლო ანჩელოტი თვლის, რომ ეს 2-რაუნდიანი დაპირისპირება დასრულდა. ახლა ამ მომენტში მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ მეორე მატჩამდე 3 კვირაა და ბევრი რამ შეიცვლება. მადრიდში გამარჯვებისთვის წავალთ. მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 15 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია შანსებს ქმნის“ - გლასნერი ნაპოლისთან მარცხის შემდეგ
„კვარაცხელია შანსებს ქმნის“ - გლასნერი ნაპოლისთან მარცხის შემდეგ