ლივერპული, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“სიტისთან თამაში გამახსენდა“ - ანჩელოტი ლივერპულთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალი“ „ლივერპულს“ ესტუმრა და 5:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„“ლივერპული“ დიდებული კლუბია, რომელმაც იცის, თუ როგორ ითამაშოს სუპერ ინტენსივობით და პრესინგით. ასეთის პოვნა ევროპაში ძალიან რთულია. ჩვენი გეგმა განსხვავებული იყო. გადავწყვიტეთ პარიზში ნათამაშები ფეხბურთისგან სრულიად განსხვავებულად გვეთამაშა. „მანჩესტერ სიტისთან“ წაგებული მატჩი გამახსენდა. ველოდი, რომ იგივეს გავიმეორებდით და ეს უკეთესად გამოგვივიდა.

ვინისიუსი მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე გადამწყვეტი მოთამაშეა. ის არ ჩერდება და იმედი მაქვს ასე გააგრძელებს. აქ მოგება ადვილი არასდროს არის. „ლივერპულის“ საკუთარ სტადიონზე დასამარცხებლად ყველა ძალა უნდა იხმარო. ადვილი არაფერი იყო. კარგად ნახეთ როგორ დავიწყეთ მატჩი. ვფიქრობ, მეორე თამაშში ძალიან გაგვიჭირდება.

როდრიგომ დიდებულად ითამაშა. მან ბევრი შავი სამუშაო შეასრულა და დანი კარვახალს ძალიან დაეხმარა. დამერწმუნეთ, არაფერი დასრულებულა. „ლივერპული“ მეორე ტაიმში ცუდი იყო, მაგრამ პირველ ნახევარში არც ჩვენ ვიყავით კარგები. ყველაფერი მადრიდში გადაწყდება.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 15 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას ბრწყინვალე საგოლე პასი - კვარა მესის გაუთანაბრდა და ნაპოლიმ მოიგო
ხვიჩას ბრწყინვალე საგოლე პასი - კვარა მესის გაუთანაბრდა და ნაპოლიმ მოიგო