ლივერპული, რეალი
Aa
Aa

ლივერპული დამარცხებულია - რეალის მორიგი დიდებული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალი“ „ლივერპულს“ ესტუმრა და 5:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდულმა გრანდმა ბრწყინვალედ დაიწყო და საწყის წუთებზე 2-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა.

თავი ჯერ დარვინ ნუნიესმა გამოიჩინა, ხოლო შემდეგ მოჰამედ სალაჰმა ტიბო კურტუას შეცდომის ისარგებლა. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, ანჩელოტის გუნდი გარდაიქმნა და სულ სხვა ფეხბურთის თამაში დაიწყო.

ვინისიუს ჯუნიორმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო რამდენიმე წუთში ალისონ ბეკერის მიუტევებელი შეცდომა და ბრაზილიელი გარემარბის დუბლი. პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა.

მეორე ნახევარი „რეალის“ უპირატესობით დაიწყო და ედერ მილიტაომ „ბლანკოსი“ თავური დარტყმით წინ გაიყვანა. ამ ყველაფერს კი კარიმ ბენზემას ბენეფისი მოყვა. ფრანგმა თავდამსხმელმა „ლივერპულს“ დუბლი შეუსრულა და საბოლოო ანგარიში 5:2 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 15 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები