პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ლაიპციგი
Aa
Aa

“საკმაოდ რთული მეტოქე გვყავს“ - გუარდიოლა ლაიპციგთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ლაიპციგს“ ესტუმრება. მატჩის წინ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა გუარდიოლამ?

დე ბრუინს და ლაპორტის ვირუსი აქვთ და „ლაიპციგთან“ სათამაშოდ მზად არ არიან. ასეთ რაღაცებს გვერდს ვერ ავუვლით. ფეხბურთია და ხშირად ხდება. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. კენჭისყრის შემდეგ, გავიაზრე, რომ ჩვენ საკმაოდ რთული მეტოქე გვყავს.

„ლაიპციგის“ თამაშის ხარისხის შესახებ დიდი ხანია ვიცი. ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც ბრწყინვალე სათამაშო კულტურა და დაკომპლექტება აქვთ. ფიზიკურად ძლიერები არიან და ზოგადად, ახლა გერმანული ფეხბურთელი გარდამავალ პერიოდშია. დიდ პატივს ვცემ ამ კლუბს და იმას, რაც მათ გააკეთეს.

გასულ წელს ამ გუნდთან დავმარცხდით, თუმცა შემდეგ ეტაპზე მაინც გავედით. ჩვენი მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ წელს თამაშობს და დროთა განმავლობაში ვითარდება. რთულ ორ თამაშს ველოდები. კარგ თამაშს და ემოციების გაკონტროლებას ვეცდებით. მიზანი მანჩესტერში სასურველი შედეგით დაბრუნებაა.“

შეგახსენებთ, რომ „ლაიპციგისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება 22 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი რეიტინგის 170-ე ნომერთან - ბასილაშვილი დოჰას დაემშვიდობა
მარცხი რეიტინგის 170-ე ნომერთან - ბასილაშვილი დოჰას დაემშვიდობა